ბერთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერთა – ღვთისმშობლის მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში (ახლანდელი თურქეთის რესპუბლიკა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია) მდ. კარჩხლის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ მთაზე. დაარსდა VIII-IX სს. გრიგოლ ხანცთელის მოღვაწეობის დროს. აქ შემორჩენილი მონუმენტური ნაგებობის ნაშთი აშკარას ხდის, რომ ბერთაში სასწავლებელი არსებობდა და ქართული მწერლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა იყო. კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა ბერთას მონასტერი გაძარცვეს და მეჩეთად გადააკეთეს.

ცნობილია ბერთის ორი ოთხთავი: ერთი – X საუკუნის II ნახევრისა, რომლის ეტრატზე შესრულებული ასომთავრული ტექსტი გადაწერილი უნდა იყოს 988 წლამდე, რადგან მის მინაწერებში ცოცხლად მოიხსენიება სუმბატ არტანუჯელი (გ. 988). სახარების ერთ-ერთ გვერდზე XV ს. ნუსხურით მიწერილია „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ტაეპი (დაცული იყო აშშ-ის ქ. ნიუტონში, ამჟამად ინახება ქ. კემბრიჯში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში). მეორე – ეტრატზე შესრულებული XII ს. ოთხივე სახარების შემცველი ტექსტი დაწერილია კლასიკური ნუსხურით, იგი ბეშქენ ოპიზარს მოოქრულ ვერცხლის ყდაში ჩაუსვამს. მინაწერებიდან ირკვევა, რომ ეს ოთხთავი ბერთისთვის იოანე ოპიზელს, იოანე მთავარაისძის აღზრდილს უბოძებია. დაცულია თბილისში ხელნაწეთა ეროვნულ ცენტრში (Q 906) (ბერთის ოთხთავები).

ხ. ბაინდურაშვილი

წყაროები და ლიტერატურა

  • ხელნაწერთა აღწერილობა, Q კოლექცია, ტ. 2, 1958.
  • გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი., ტაო-კლარჯეთი, თბ., 2004;
  • სილოგავა ვ., შენგელია კ., ანჩის ეპარქია, ტაო-კლარჯეთი, თბ., 2006;
  • ხოშტარი დ., კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბ., 2005;
  • Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, 7, Тфл., 1904.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები