ბეშიძე რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რევაზ ბეშიძე

რევაზ ბეშიძე – (Revaz Beshidze), ქართველი დიპლომატი 2006-2009 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატოში, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, 2009-2013 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში. 2016-2020 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში. 2020 წლიდან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში.

დაიბადა 5 ნოემბერი, 1959 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1982 – დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით გეოგრაფია;
1990 – დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. არის გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი;
1998-1999 – სწავლობდა ნატოს თავდაცვის კოლეჯში (NDC) უმაღლეს კურსზე;
2005 – დაამთავრა დიდი ბრიტანეთის სამეფო თავდაცვის კოლეჯის (RCDS) საერთაშორისო ურთიერთობების სრული კურსი.

სამუშაო გამოცდილება:
1983-1996 – მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოგვიანებით (1989-დან) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში სხვადასხვა თანამდებობაზე: ლაბორანტი, მასწავლებელი, დოცენტი, გეოგრაფიის კათედრის გამგე;
1996-დან – მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე: საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის მესამე მდივანი; სამხედრო-პოლიტიკურ დეპარტამენტში: მესამე მდივანი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დეპარტამენტის დირექტორი;
2004-2006 – იყო უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;
2013-2015 – საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, იაპონურ და პორტუგალიურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები