ბოლქვაძე ელისო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელისო ბოლქვაძე

ბოლქვაძე ელისო - (2. I. 1967, თბილისი), ქართველი პიანისტი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის (1993), მუსიკოს-შემსრულებელთა ბახის (ლაიფციგი 1984), ვიანა და მოტას (ლისაბონი, პორტუგალია, 1987), ვან კლაიბერნის (ფორტ-უერთი, აშშ, 1989), მ. ლონგისა და ჟ. ტიბოს სახელობის (პარიზი, 1995) საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.

1989 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, 1992-იქვე ასპირანტურა (ორივე თ. ამირეჯიბის ხელმძღვანელობით). მისი შესრულებისათვის ნიშანდობლივია არტისტიზმი, მაღალი პროფესიული კულტურა, რეპერტუარში აქვს მსოფლიოს საფორტეპიანო მუსიკის მრავალი ნიმუში. მუსიკის მოღვაწისა და იმპრესარიოს მიშელ სონის მიწვევით, 1995-იდან ბოლქვაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს ავსტრიაში, „ვილა შინდლერში“. ბოლქვაძე გასტროლებს მართავს საზღვარგარეთის ქვეყნებში, პერიოდულად თბილისში.

მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020); განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი (17-12-2020); ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (23-12-2020)

სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენი (01-01-2018)


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები