ბომბსაძებნ-მაგნიტომეტრული ხელსაწყო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბომბსაძებნ-მაგნიტომეტრული ხელსაწყო - რომელიც განკუთვნილია მიწისქვეშ (წყალქვეშ) ფეთქებადსაშიში საგნების (აუფეთქებელი ავიაბომბები, საარტილერიო ჭურვები, ნაღმები და ა.შ.) აღმოსაჩენად. ამ საგნების კორპუსები გაკეთებულია ფერომაგნიტური მასალებისგან.

მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია ფერომაგნიტური საგნების ზემოქმედების შედეგად დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებების ფიქსირებაზე. შედგება საძიებო ხელსაწყოსგან, გალვანომეტრ-გამაძლიერებლისგან, მართვის პულტისა და კვების წყაროსგან.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები