ბორტვის ამოჭრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორტვის ამოჭრა – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული თუშური წეს-ჩვეულება.

„ახალი სულის” (ახალგარდაცვლილის) პატრონები, დააცხობენ რა კოტრებს, ამაღლება დღეს მიდიან სასაფლაოზე, თან მიაქვთ ხის ტოტი, რომელსაც ჩხებზე (რტოებზე) ჩამოცმული აქვს კვერცხები, ვაშლები, კონჩხულაჸი (ჭყინტი ყველი), კამფეტები, ყვავილები (შდრ. სვანური „კამარაი“). ასე მორთულ ტოტს საფლავზე მიცვალებულის თავთან დაარჭობენ. შემდეგ მოიყვანენ უგვირგვინო ქალს ან ბიჭს, რომელიც ტოტთან ახლოს ამოჭრის ბორტვს (ბელტს), შიგ ჩაასხამს ცოტა ერბოს, დოს, ჩაალაგებს ყვავილებს, ჩადებს კონჩხულაყის ნაჭერს და ბელტს კვლავ თავის ადგილზე დააბრუნებს. ჭირისუფალი რიტუალის შემსრულებელს მისცემს ქიტკოზს (ჩამჩასა და კოვზს) და ერთ კოტორს, რომელიც ცალკე აქვს „ბორტვის ამომჭრელაჸისად“. შემდეგ მიცვალებულის შესანდობარს იტყვიან: „თურა წესი ბორტვის ამოჭრისაი, ბორტვ ამოჭრილებ იყვენთ, განათლებულებ იყვენთ“. თუშების რწმენით, ბორტვის ამოჭრის შემდეგ, მიცვალებულებს საიქიოსკენ მიმავალი გზა ეხსნებოდათ.


ლიტერატურა

  • ნ. აზიკური. კოტორი, როგორც რიტუალური პური თუშეთში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. XXIII. თბ., 1987, გვ. 221;
  • გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 98.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები