ბუზიაშვილი აბრაამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუზიაშვილი აბრაამ - (1888, ქუთაისი - ?) - ქართველი ებრაელი. სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.

დაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო. ეწეოდა სამრეწველო საქმიანობას. ადრეული ასაკიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1918 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ ქართველ-ისრაელელთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი. შედიოდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. იყო პარლამენტის საფინანსო კომისიის წევრი.

სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119, 127.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

აბრაამ ბუზიაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები