გაგელი ვარამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარამ გაგელი - ზაქარია გაგელის ძე, მ. 1205/7-XIII ს-ის 40-იანი წწ-მდე. მსახურთუხუცესობა უნდა მიეღო თამარის მეფობის ბოლო წლებში. ამ თანამდებობაზე ჩანს იგი 1240-იანი წწ-ის მიწურულამდე. მის საპატრონო ქვეყანას წარმოადგენდა ქვემო ქართლი და მის აღმოსავლეთით გაგის მიმდებარე მიწები („შანქორი და მიმდგომნი ქვეყნები“). როდესაც ხვარაზმელები საქართველოს შემოესივნენ, პირველად ვარამ გაგელის საპატრონო ქვეყანა, გაგი დაარბიეს. შანშე მანდატურთუხუცესთან და ავაგ ამირსპასალართან ერთად ჟამთააღმწერელი მას ასახელებს ჯალალ-ედ-დინის წინააღმდეგ 1228 წ. რუსუდან მეფის ბრძანებით შეკრებილ იმერთა და ამერთა ლაშქრის მეთაურთა შორის; მონღოლების შემოსევისას რუსუდან მეფესთან ერთად იგი „შეივლტოდა ქუთათისს“, მოგვიანებით დაბრუნდა აღმოსავლეთ საქართველოში და მონღოლებს დაეზავა. იგი მონღოლებმა დანიშნეს დუმნისთავად და „ხელთ უდვეს ყოველი სომხითი“ (ფაქტობრივად, მისივე „საპატრონო“ მიწები). ვარამ გაგელი მოხსენიებულია კოხტასთავის შეთქმულების მონაწილეთა შორის. რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ (1245), მთავართა გადაწყვეტილებით, იგი და სარგის თმოგველი გაგზავნილ იქნენ რუმის სასულთნოში ტახტის მემკვიდრის, დავით ლაშას ძის ჩამოსაყვანად.



წყაროები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები