გადასახადების სტრუქტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გადასახადების სტრუქტურა - (structure of taxes) - ყოველ ქვეყანას აქვს მრავალი სახეობის გადასახადი, რომელიც წარმოადგენს საგადასახადო სისტემის სტრუქტურას. იგი გამოხატავს საშემოსავლო გადასახადის, ქონებაზე გადასახადისა და ხარჯებზე გადასახადის შეფარდებით მნიშვნელობას. მისი მეშვეობით შეიძლება გაკეთდეს დასკვნა საგადასახადო სისტემის პროგრესულობის არსებობის, თუ არ არსებობის შესახებ. განვითარებად ქვეყნებში გადასახადების სტრუქტურა უპირატესად იხრება არაპირდაპირი, განსაკუთრებით დღგ-ის, საბაჟო გადასახადებისა და აქციზებისაკენ. ეს აიხსნება იმით, რომ ასეთი გადასახადები შედარებით ადვილი ასაკრეფია. ქვეყნის განვითარების კვალობაზე იზრდება საშემოსავლო გადასახადის მნიშვნელობა. განვითარებულ ქვეყნებში არსებობს საშემოსავლო გადასახადის განვითარებული სისტემა.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები