ღობიარი გამრეკელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გამრეკელ ღობიარი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გამრეკელ ღობიარი - ჯავახეთის ერისთავი XIII ს-ის ბოლო მეოთხედში. კახა (III) თორელის შემდეგ ჯავახეთის ერისთავობა გადასულა თორელთა განაყოფ ღობიართა საგვარეულოში. ჯვრის მონასტრის აღაპებში შეტანილია ერისთავთ-ერისთავ ღობიარ გამრეკელის მოსახსენებელი. ნ. შოშიაშვილის დაკვირვებით, ღობიარები XIV ს. მეორე ნახევრამდე უნდა ყოფილიყვნენ ჯავახეთის ერისთავები.


წყაროები და ლიტერატურა

  • მეტრეველი 1962: 75 N72;
  • შოშიაშვილი 1966: 49.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები