თორელი კახა (III)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კახა (III) თორელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კახა (III) თორელი - ჯავახეთის ერისთავი და მეჭურჭლეთუხუცესი. XIII ს-ის 50-70-იანი წწ. კახა თორელი კარგად ცნობილი ისტორიული პირია XIII ს-ის მეორე ნახევარში.

ჟამთააღმწერლის თანახმად, იგი ჯავახეთის ერისთავია, ხოლო 1260 წ. მის მიერ შედგენილი „რკონის დაწერილის“ მიხედვით, მეჭურჭლეთუხუცესიც. ნათესაური კავშირები ჰქონდა ქართლის ერისთავ გრიგოლ სურამელის და მანდატურთუხუცეს ბექა ჯაყელის სახლებთან


მონღოლთა ლაშქრობის დროს ბაღდადზე (1258) დავით ულუს იგი გაუგზავნია ჰულაგუ ყაენთან. საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1260), ჟამთააღმწერელის ცნობით, კახა არ მიემხრო ულუ დავითის ამბოხს და სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მონღოლთა ლაშქრობაში ეგვიპტის წინააღმდეგ. შემდეგ, როდესაც აჯანყებული მეფის დასასჯელად მონღოლებმა ჯარი გამოგზავნეს, კახა თორელი მტრის ბანაკში იმყოფებოდა და მონღოლებს რჩევას აძლევდა, როგორ ემოქმედათ ქართველთა წინააღმდეგ. XIII ს-ის მიწურულს კახა თორელი მანდატურთუხუცეს ბექა ჯაყელს უმოყვრდება და მასთან კეთილმოყვრობის პირობას აფორმებს.



წყაროები და ლიტერატურა

ჟამთააღმწერელი 1959: 239; ქისკ 1984: 155, 193. შოშიაშვილი 1966: 1-11, 32; ბახტაძე 2003: 258


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები