გვარამაძე ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ივანე გვარამაძე – (1831-1912), ისტორიულ-არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ლექსიკური მასალების შემკრები მკვლევარი. თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით ამაგი დასდო თურქთა ბატონობისაგან გათავისუფლებული მესხეთის მოსახლეობის ეროვნულ გათვითცნობიერებას. მის მიერ შეკრებილი ხალხური სიტყვიერების ნიმუშები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, ზოგი შევიდა ი. გოგებაშვილის „დედაენასა“ და ე. თაყაიშვილის რედაქტორობით გამოცემულ „ძველ საქართველოში“. თავის ისტორიული ხასიათის ნარკვევებში საილუსტრაციოდ იყენებდა ხალხურ ნაწარმოებებს, ტოპონიმიკურ რეალიებსა და ისტორიულ გადმოცემებს („დავედრებანი“). ამ მხრივ გამოირჩევა მისი წიგნი „ქართლის ცხოვრება“. ი. გვარამაძის ხელნაწერები დაცულია კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტსა და ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ი. მაისურაძე



ლიტერატურა

  • ზ. ჭიჭინაძე, ქართველ კათოლიკეთა მოღეაწე ი. გვარამაძე, 1904;
  • ი. მაისურაძე, ივანე გვარამაძე, ლიტ. და ხელოვნ., № 33, 1945;
  • ი. მაისურაძე, ი. გვარამაძე (ვინმე მესხი), სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალ ხო მასწავლებლები, თბ., 1968, გვ. 41–43.

იხილე აგრეთვე

ივანე გვარამაძე

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები