გველეთის განძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გველეთის განძი – უწინ გველეთში გიგაურები სახლობდნენ. ახალწლის ღამეს ზურაბ ერისთავი თავს დაესხა გველეთს. მთავარანგელოზის ხელოსნები ამ დროს დარბაზში იყვნენ. ხუცესს სამი თასი ეჭირა ხელში, სამალავში შენახვა ვეღარ მოასწრო და დარბაზის კედელში დამალა.

ზურაბის ჯარი მოადგა გველეთს. გადასწვა და ნანგრევებად აქცია მთავარანგელოზის ხატის დარბაზი. ის სამი თასიც ნანგრევებში ჩაიმარხა.

ზურაბმა გველეთელი გიგაურები ჭართალში გადაასახლა. მათ თან წაიღეს მთავარანგელოზის ნიში და ახალ ადგილას ლოცულობდნენ. ძველი ადგილი კი გაოხრებული დარჩენილა.

ხუცესს თავისი შვილიშვილისთვის დაუტოვებია ანდერძად იმ სამი თასის ამბავი: „ამა და ამ ადგილას დასხედით და პირველამამხდარი მზის შუქი რომ დაადგება დარბაზის კედელს, იქ იქნება თას-განძიო“. შვილიშვილი რომ მოხუცდა, წავიდა გველეთს, დილაადრიან მივიდა დარბაზის ნანგრევებთან და მზის ამოსვლას დაელოდა. პირველი მზის სხივი დაეცა ნანგრევს და, სადაც დაეცა, ხუცესის შვილიშვილმა აიღო ქვა. არაკუნა, გამოთხარა და იპოვა სამი თასი, და ჭართალში წაიღო.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები