გველეშაპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გველეშაპი – ფანტასტიკური ზღაპრის პოპულარული პერსონაჟი. ავესტის ვიშაპაჰ – შხამის მფრქვეველი. ძვ. ქართ. ძეგლებსა და აგიოგრაფიაში ურწმუნოებისა და წარმართობის სიმბოლო, მრავალთავიანი, პირცეცხლა. გაიგივებულია ეშმაკთან.

ზღაპრებში გველეშაპის ფუნქცია ბოროტია, იმ გამონაკლისს გარდა, როცა დიდი თევზის სახე აქვს და კეთილ თვისებებს ამჟღავნებს. წყლის სტიქიასთან დაკავშირებული გველეშაპი წარმოქმნის ან ეპატრონება ტბას, მდინარეს, ავიწროებს ხალხს და წყლის საფასურად ქალიშვილს თხოულობს. მიწისზედა გველეშაპი შთანთქავს მზეს, მტრობს და ებრძვის კეთილ გმირებს. ქართულ ფოლკლორში გამოირჩევა თეთრი, წითელი და შავი ვეშაპი. გველეშაპის სიუჟეტური ფუნქციები ხშირად დევზეა გადატანილი.

მ. ჩაჩავა

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები