გველისმჭამელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გველისმჭამელი – ხევსურული პოეზიისა და თქმულებების მაღალ-მხატვრული სახე რომელიც კონკრეტულად მინდიას ან ხოგაის მინდის სახელს ატარებს.

მინდია ქაჯებს ტყვედ ჩაუვარდა და როგორც სხვებს, მასაც გასუქება დაუწყეს დასაკლავად ამზადებდნენ. ამღელ ხევსურს არ უნდოდა სიკვდილი და ცოტას ჭამდა, გასუქებას ერიდებოდა. ქაჯები გველის ხორცით იკვებებოდნენ. ერთხელ ქაჯების დედამ მინდია მთაში წაიყვანა გველების დასაჭერად. შეაგროვეს ქვეწარმავალნი, ერთი ყელმატყლიანი იყო. შინ მშივრები დაბრუნდნე. მინდიას ადამიანის სისხლი მიაწოდეს, მაგრამ არ დალია სასოწარკვეთილმა თავის მოკვლის მიზნით გველის სისხლი მიიღო. მოწამვლის მაგიერ ხევსური გამეცნიერდა ფრინველთა და მცენარეთა ენა ისწავლა ასე გახდა მინდია – გველისმჭამელი ბრძენი და ბუნების მესაიდუმლე. გამეცნიერებული მინდია ქაჯებს გაეპარა და გუგულების ქვეყანაში გადავიდა, იქ მკბენარის ავადმყოფობისგანაც გათავისუფლდა და სამშობლოში დაბრუნდა. მინდია უებრო მკურნალი გახდა; ბალახები და მცენარეები თვითონ კარნახობდნენ რისი წამალიც იყვნენ.

ძველ მითოლოგიურ გმირს, ჩრდილოეთ კავკასიის მომთაბარეთა მეკობრეობის გაძლიერების პერიოდში რეალისტური ამბავი დაუკავშირდა ქისტებთან მებრძოლი გვაჟკაცის შესახებ, რომელიც შემთხვევით მოსისხლის ციხე-კოშკში მოხვდა და უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. ამ ნიადაგზე წარმოიშვა ხალხური პოეზიის შედევრი:

ხოგაის მინდი კვდებოდა, მზე წითლდებოდა, ცხრებოდა,
ცა ჭექდა, მიწა გრგვინავდა, სული გვიანა ჰხდებოდა;
ჩამოდიოდა მასკვლავი, მთვარეც უკუღმა დგებოდა,
ქორ-შევარდენი, არწივი სუ მხრებით იხოშებოდა. . .

გველისმჭამელის მოტივები საერთაშორისოდაა გავრცელებული, მას კარგად იცნობს აზიის და ევროპის ხალხები. გველისმჭამელის ფილოსოფიური სიუჟეტი მრავალმხრივაა ასახული როგორც ფოლკლორში, ისე ლიტერატურაში საქართველოსა და მის გარეთ.

მ. ჩიქოვანი



ლიტერატურა

  • ა. შანიძე, ხალხური პოეზია, I, 1931, № 146;
  • ე. კოტეტიშეილი, ხალხ, პოეზია, 1961, გვ. 141;
  • მ. ჩიქოვანი, ვაჟა-ფშაველა და ხალხური პოეზია, 1956, გვ. 61-94;
  • მისივე, ვაჟა-ფშაველას ეპიკური შემოქმედების წყაროების პრობლემა, ლიტ. ძიებ., XV, 1964;
  • ა. გაჩეჩილაძე, გადმოცემა ხოგაის მინდიაზე, 1959.


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები