გიგანტური ლეუკოპაქსილუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Gignaturi.PNG

გიგანტური ლეუკოპაქსილუსი (ლათ. Leucopaxillus giganteus (Fr.) Sing. რუს. Говорушка гигантская)

ქუდი – 10-30 სმ და მეტი დიამეტრისა, ჯერ ბრტყლად ამობურცული, შემდე კი – ძაბრისებრი, კიდეები ზოლიან-ტალღოვანია და შებუსვილი, ბაცი მოყვითალო თეთრი. ფირფიტები შეზრდილია ან ოდნავ დაღმავალი, ვიწრო, ხშირი და ანასტომიზებითაა. მოთეთროა ან ღია ჟანგმიწისფერ-მურა.

ფეხი – 6-7 სმ სიგრძისა და 3-5 სმ სისქისაა, ქუდის ფერია.

რბილობი – მოთეთროა, ფქვილის სუნით.

სპორები – ელიფსისებრი, უფერული, ხორკლიანი ზედაპირით, 6-8X4-5,5 მკმ.

იზრდება ნიადაგზე ტყის პირებში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად გამოიყენება ახალი. შედარებით იშვიათი სოკოა.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები