გოთანუა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოთანუა (აფხ. Гәоҭануа ← მეგრ. გოთანუა – „გათენება“, „განთიადი“) — პერსონიფიცირებული სული, რომელსაც აბჟუის აფხაზები საშობაო „დილის ლოცვის“ („შარფნიჰვა“) დროს მუცლის გვრემისა და ტკივილისაგან დაცვას შესთხოვდნენ. სწირავდნენ წიწილებსა და კვერებს („ა-კვაკვარი“). ერთი გადმოცემის თანახმად, პატრონზე გაბრაზებულმა მოსამსახურემ გოთანუას კუთვნილი კვერის ცომის ნაწილი მწარე კვახის კოპეზე (აკუპეი) დადო და სხვენში დამალა. ამის გამო გაბრაზებულმა გოთანუამ მძინარე ოჯახის ყველა წევრი კოპეთი დაბეგვა. ოჯახმა გოთანუას გულის მოსაგებად მის სახელობაზე ლოცვა წელიწადში ორჯერ — შობაზე და მარიამობის დღესასწაულზე დაიწესა.

ს. ზვანბას მიხედვით „გოთანუას“ პარალელურად აბჟუის აფხაზებში გამოიყენებოდა ტერმინი „გოუთანუ“. აღნიშნული სიტყვა აფხაზურში კოლხური ენის მეგრული დიალექტიდან არის შესული.


ლიტერატურა

  • С.Т. Званба. Этнографические этюды. Сух., 1955;
  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები