გოთონიელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოთონიელი (გოთონიელი ნიშნავს „ღმერთის ლომს“ დაახლ. ძვ.წ. XIV-XIII სს) – პირველი ბიბლიური მსაჯული, კენაზის, ქალებ იეფუნის ძის უმცროსი ძმის ვაჟი. გოთონიელმა აიღო ქალაქი კირიათ-სეფერი და ჯილდოდ, ცოლად მიიღო ქალებ იეფუნის ძის ქალიშვილი ახსუ.

იესო ნავეს ძის სიკვდილიდან ოცდაათი წლის შემდეგ ებრაელებს თავს დაესხა მესოპოტამიის ერთ-ერთი მეფე. სწორედ ამ დროს მოხდა გოთონიელის მსაჯულად არჩევა. მალე მან სახელი გაითქვა, როგორც გონიერმა და მამაცმა მეთაურმა. მოახერხა რა გაენადგურებინა მეფე ხუსარსათემის მესოპოტამიელთა ძალები პალესტინაში და გაენთავი-სუფლებინა თავისი ხალხი.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები