გოცირიძე ლეილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეილა გოცირიძე

გოცირიძე ლეილა მიხეილის ასული - (13. III. 1924, თბილისი, – 30. XI. 1997, მოსკოვი), ქართველი მომღერალი (მეცო-სოპრანო). საქართველოს სახალხო არტისტი (1958).

1947 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ო. ბახუტაშვილ-შულგინას კლასი). 1948-დან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. შექმნა მრავალი შთამბეჭდავი ვოკალურ-სცენური სახე: ნენო (ფალიაშვილის „ლატავრა“), დარეჯანი (ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), პოლინა (ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“), აზუჩენა (ვერდის „ტრუბადური“), ამნერისი (ვერდის „აიდა“), კარმენი (ბიზეს „კარმენი“) და სხვ. გოცირიძის შემოქმედებისათვის დამახასიათებლია მაღალი ვოკალური და სცენური კულტურა, დახვეწილი პროფესიონალიზმი. დიდ წარმატებას აღწევდა კამერულ კონცერტებშიც. (გ. ტორაძე)




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ლეილა გოცირიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები