გო ედმონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ედმონ გო – ფრანგი მსახიობი.

იგი „კომედი ფრანსეზის“ დასს პარიზის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ შეუერთდა და სიკვდილამდე მხოლოდ ამ სცენაზე მოღვაწეობდა. გოს სამსახიობო ხელოვნებას უპირველესად გმირის შინაგანი სამყაროს ღრმა წვდომისა და მისი წარმოჩენის ნიჭი გამოარჩევდა. ამ დიდოსტატის მიერ შექმნილი სცენური სახეები მრავალფეროვანი იყო. მის რეპერტუარში რომანტიკული პიესებიც იყო, მწვავე გროტესკიც, კომედიებიც და ფარსიც. გო ერთნაირი ოსტატობით თამაშობდა მოლიერისა და ჰიუგოს, მიუსეს და დიუმა - შვილის, ბალზაკისა და ოჟიეს პიესებში და ბრწყინვალე საშემსრულებლო ოსტატობასთან ერთად, როლისადმი ნოვატორული მიდგომით, განსახიერებული სახის საკუთარი ხედვით გამოირჩეოდა. ამგვარი შეფასების მართებულობა თუნდაც გოს მიერ შექმნილი ტარტიუფის სცენური სახით დასტურდება. მისი ტარტიუფი მშიშარა, თვალთმაქცი კი არ იყო, არამედ გონიერი და ძლიერი, თუმცა კი ამორალური ადამიანი, რომელსაც პირმოთნეობა მიმნდობი ადამიანების მოტყუების საშუალებას აძლევდა. ჟორჟ დანტენის პერსონაჟის განსახიერებისას კი, გო საგანგებოდ უსვამდა ხაზს მოტყუებული ქმრის კომიკურ ნიშან-თვისებებს, ამასთანავე, პიესის ანტიარისტოკრატულ ხასიათს წარმოაჩენდა. გომ კიდევ ერთი შესანიშნავი, ცოცხალი სახე შექმნა ოჟიესპიესაში „ნოტარიუსი გერენი“, რომელშიც მან უსულგულო, გაიძვერა და პატივმოყვარე პროვინციელი განასახიერა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები