გრიგორიანული ქორალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლისეული (გრიგორიანული) ქორალი - კათოლიკური საეკლესიო საგალობლების ზოგადი სახელწოდება.

ლოცვანის ტექსტების დადგენა-მოწესრიგება დაიწყო პაპი გრიგოლ I (დიდად წოდებულის, გარდ. 604) დროს, ხოლო ტექსტებისა და გალობის კანონიზაცია და მათი მიკუთვნება საეკლესიო წლის ამა თუ იმ თარიღისადმი – VII ს. – დასასრულს. გრიგოლ I გარდაცვალებიდან 300 წლის შემდეგ კათოლიკურ ქორალებს მიეკუთვნა მისი სახელი (გრიგორიანული ანუ გრეგორიანული ქორალი). ტექსტები ძირითადად ბიბლიიდან ნასესხები, პროზაული ხასიათისაა. ცალხმიანი მელოდია ემყარება შუა საუკუნეების კილოებს. ჭარბობს თანაბარი გრძლიობის ბგერები (აქედან მომდინარეობს გრიგოლისეული ქორალის გვიანდელი სახელწოდება – კანტუს პლანუსი). საეკლესიო მუსიკაში მრავალხმიანობის გაჩენასთან დაკავშირებით გრიგოლისეული ქორალი დარჩა როგორც პოლიფონიური საკულტო ნაწარმოებების თემატური საფუძველი (კანტუს ფირმუსი).





წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები