გუგულისკაბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Guguliskaba.PNG

გუგულისკაბა (ჯადვარი) - Orchis mascula (L.) L.

ხევს. – გუგუტაის პერანგი

გუგულისკაბა ჯადვარისებრთა ოჯახს ეკუთვნის. გუგულისკაბა ჩვენი ფოთლოვანი ტყეების თანამგზავრია. ხშირად გვხვდება იგი აგრეთვე ტყის პირას, ბუჩქნარსა და ველზე. გუგულისკაბას მიწაში ორი კარტოფილის მსგავსი ძირი აქვს. ერთი მათგანიდან საზრდოს იღებს, ხოლო მეორეში მომავალი წლისათვის იმარაგებს. პირველ ძირში საზრდო რომ გამოილევა, დაჭკნება და დალპება, მეორე კი გადაიზამთრებს და მომავალ წელს კვლავ მოიტანს ღეროსა და ფოთლებს.

ღერო 30-55 სმ სიმაღლისაა. ფოთლების უმეტესობა ღეროს ძირთანაა თავმოყრილი, მეტწილად მოწითალო იისფერი ხალებით მოფენილი, ზოგჯერ კი უხალოა.

ქვედა ფოთლები მოგრძო-ოვალურია, ზედა-ლანცეტა. ბარში ყვავილობს აპრილის დამლევს ან მაისში. მთაში, სადაც გაზაფხული უფრო გვიან დგება, მხოლოდ ივნისში იწყებს ყვავილობას. მოწითალო იისფერი ყვავილები ღეროს წვერზეა თავმოყრილი. ყვავილები დეზიანია, დეზი სოსანია, აღმართული. ყვავილის ტუჩი სამნაკვთიანია, ძირში მკრთალი და მუქ იისფრად მოწინწკლული.


წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები