გუგუშვილი პაატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუგუშვილი პაატა – (Gugushvili Paata), (1905-1987), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1940), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962).

დაამთავრა თსუ-ს სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი (1927). იყო თსუ ლექტორი, დოცენტი (1930-1940), პოლიტიკური ეკონომიის კათედრის გამგე (1941-1942), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი (1944-1976), განყოფილების გამგე (1976-1987), რომელსაც 1991 წლიდან მიენიჭა პ. გუგუშვილის სახელი, თავისი ინიციატივით აღდგენილი ჟურნალ „საქართველოს ეკონომისტის” მთავარი რედაქტორი (1958-1967), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ხალხთმოსახლეობის (დემოგრაფიის) პრობლემათა შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე (1958-1962), საერთაშორისო სოციოლოგთა ასოციაციის საბჭოსა და აღმასკომის წევრი (1959-1963).

პ. გუგუშვილი იყო პირველი ქართველი ეკონომისტი, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში აირჩიეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მან პირველმა დაიცვა საქართველოში სადოქტორო დისერტაცია ეკონომიკაში. მისი ნაშრომები ეძღვნება პოლიტიკური ეკონომიის, სოციოლოგიის, სტატისტიკის, სახალხო მეურნეობის ისტორიის, დემოგრაფიის, საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიური განვითარების, ქართული ეკონომიკური აზრის, ქართული ჟურნალისტიკის, ბიბლიოლოგიის პრობლემებს. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალი ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის შემუშავებაში.

ძირითადი ნაშრომები

„საქართველოს სსრ მოსახლეობის აღწარმოების საკითხები“. თბილისი, 1973;
„სოციოლოგიური ეტიუდები“. ტ. 1, თბილისი, 1970; ტ. 2,თბილისი, 1971;
„საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX- XX სს.-ში“.
ტ. 1, თბილისი, 1949;
ტ. 2, თბილისი, 1956;
ტ. 3, თბილისი, 1959;
ტ. 4, თბილისი, 1962;
ტ. 5, თბილისი, 1965;
ტ. 6, თბილისი, 1979;
ტ. 7, თბილისი, 1984.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები