გუთიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუთიუმი – შუამდინარეთის ჩრდილო-აღმ. მთიანეთის ტომი, რომელმაც დაიპყრო და გაანადგურა სარგონის მიერ შექმნილი იმპერია და ასი წლის მანძილზე ბატონობდა ქვეყანაში.

შუმერულ ტექსტებში გუთიუმი, რომელიც შემდგომ მტრის ზოგად სახელად იქცა, წარმოდგენილია „მთის გველეშაპად“, რომელმაც შუმერის მეფობა მთაში გაიტაცა, შუმერი მტრობით აავსო, ცოლიანს ცოლი მოსტაცა, შვილიანს შვილი მოსტაცა, მტრობა და შუღლი ქვეყნად დაამკვიდრა...“ ერთგან გუთიუმი გამოყვანილია შუმერელთა (ანუ ცივილიზებული ხალხის, ნამდვილი კაცობრიობის) ანტიპოდად, როგორც „ხალხის არამგვანი, ხალხად არშესარიცხი, რომელმაც ადამიანური წესები არ უწყის, სახე კაცისა აქვს, ენა კი ძაღლური...“



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები