შუმერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შუმერი – შუმერულ ენაზე ამ ქვეყნის სახელწოდებაა ქი-ენგი-რა „ლერწმის ბატონის მიწა“, ლერწმის ბატონში ოკეანის სიღრმეთა ღმერთი ეა იგულისხმება. სხვანაირად მას ეწოდება ქალამი, ანუ ქვეყანა.

შუმერი წარმოდგენილია სამყაროს შუაგულად, სადაც წყდება მთელი ქვეყნიერების ბედი, ქვეყნად, რომელსაც განაგებს მისი მეფე, „დიდი მთა“ ენლილი, ქვეყანა, სადაც მეფობა ციდან ჩამოვიდა და ქალაქიდან ქალაქში გადადიოდა. შუმერი არის იმ კონცენტრულ წრეთა დასაბამი, რომელთაგან თითოეული შუაგულია: სამყაროს ცენტრში – შუმერი, შუმერის ცენტრში – ნიფური, ნიფურში – ტაძარი ექური, ექურში – დურანქი, ტაძრის შუაგული, სადაც გადის მსოფლიო დიდი ღერძი (დიმ-გალ). ერთ ჰიმნში ამგვარად არის შექებული შუმერის ქვეყანა: „ო, შუმერო, დიდო მთავ, ცისა და მიწის (ე. ი. კოსმიურო) ქვეყანავ! მადლიანი შუქით შემოსილო! მზის აღმოსავლეთიდან მზის დასავლამდე რჯულს აძლევ ხალხებს. შენი რჯული უზენაესი რჯულია, შენი წიაღი (გული) ღრმა და მიუწვდომელია...“




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები