დავათის სტელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავათის სტელა

დავათის სტელა - რამდენიმე წლის წინათ დუშეთის რაიონში აღმოაჩინეს ე.წ. „დავათის სტელა“ (დავათის სტელას გაშიფრვა ეკუთვნის ქ-ნ მარინე ჩხარტიშვილს). ამ სტელაზე გარკვეული მწკრივების სახით არის დალაგებული ქართული ასომთავრული ანბანი და იგი ყველა გარკვეულ ასტრონომიულ მონაცემს შეიცავს. აქვეა ორი მეფის ფიგურა. I არის ფარნავაზ მეფე, რომლის ქვეშ არის არის სამი ასო: ჭ.ტ.კ., რომელიც შეესაბამება 5320 წელს. როგორც ცნობილია, ქართული დასაბამი არის 5604წ. ე.ი. 5320 ქართული დასაბამის მიხედვით იქნება (5604-5320=284). „ფარნავაზ მეფემ განავრცო ქართული ენა 284 წ. (ძვ. წ-აღ.) როგორც რ. პატარიძე წერს, ქართულ ისტორიოგრაფიაში დაცულია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი ქართული ანბანის შესახებ: „არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი უწინარესთა ჟამთაცა შინა, ვიდრე ფარნავაზამდე სწერდნენ იგინი უხუცესთა წერილითა... და წერილი მათი არის წერილი ესე ხუცური ჩვენი. ფარნავაზმან წერილითა მათთაგან განყო მხედრობისათვის თვისისა მხოლოდ წერილი განყოფილი ასონი და არა სხვით რაიმმე.“

დავუბრუნდეთ ისევ „დავათის სტელას“. მეორე მეფეს ხელი გამოწვდილი აქვს ფარნავაზისაკენ, ვითარცა ქართული ანბანის განმაძლიერებლისა, ხოლო ამ მეფის ფიგურას ქვეშ იკითხება ქ.ღ.ჟ. იგი ასეთი კონფიგურაციით არის განლაგებული და ასე იკითხება: ქრისტე ღმერთის ჟამეული. კიდევ იკითხება ორი თარიღი, 311 და 364. ეს ის თარიღებია, რომელიც ქრისტიანობას საბოლოოოდ ამკვიდრებს საქართველოში და იწყება ქართული ენის აღორძინებაც.

ქ.ღ.ჟ - ნიშნავს, რომ მეორე მეფე ქრისტეს მოსვლის ჟამეულშია. 10 ჟამეული 532 წლიანი ციკლით დასრულდა და ქრისტეს მოსვლა ემთხვევა მე-11 ჟამეულს. ქართული ეროვნული წელთაღრიცხვით რომ გადავთვალოთ ეს იქნება (532-284). (248წ. ახ. წ. აღ.) ამ თარიღის გათვალისწინებით თუ ჩავუღრმავდებით „ქებაის“ ტექსტს, სადაც წერია: „და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოცდა-ათოთხმეტი წელი უმეტეს სხვათა ენასათა ქრისტეს მოსვლითგან დღესამომდე“. როგორც რ. პატარიძე წერს, მივიღებთ ლექსის დაწერის თარიღს: 248+94=342 წ. (ახ.წ.აღ.). (ეს საკითხი პირველად წამოსწია პროფესორმა ე. ჭელიძემ, რომელმაც „ქებაის“ დაწერის დრო სწორედ 342 წლით დაათარიღა. ეს ჯერ-ჯერობით ისევ მეცნიერთა სადავო საკითხია).





წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები