თორაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დავით თორაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით თორაძე

თორაძე დავით (გუგული) ალექსანდრეს ძე - (14. IV. 1922, თბილისი, – 6. XI. 1983, იქვე), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი.

1937-39 თორაძე სწავლობდა თბილისის კონსერვატორიის საკომპოზიციო (ს. ბარხუდარიანის კლასი) და საფორტეპიანო (ა. ვირსალაძის კლასი) განყოფილებებზე. 1939-41 მოსკოვის კონსერვატორიაში (რ. გლიერის საკომპოზიციო კლასი). 1953-იდან იგი თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1973-იდან პროფესორი), 1962-68 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.

თორაძე ძირითადად მუსიკალურ-თეატრალურ და სიმფონიურ ჟანრებში მოღვაწეობდა. მისი გამორჩეული ნაწარმოებებია: ოპერები – „მთების ძახილი“ (1947) და „ჩრდილოეთის პატარძალი“ (1958); ბალეტები – „გორდა“ (1949, სსრკ. სახ. პრემია 1951), რომელიც ყველაზე სარეპერტუარო ქართული ბალეტია და დღესაც იდგმება სცენაზე. „გორდა“ და „ჩრდილოეთის პატარძალი“ წარმოადგინეს ქართული ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში (1958), „გორდა“ აგრეთვე – უნგრეთში (1966) და პარიზში (1966), თეატრის გასტროლების დროს. მისი ბალეტებია აგრეთვე „მშვიდობისათვის“ (1953) და „მწირი“ (1977). (ამ ბალეტის მიხედვით შექმნილმა ტელეფილმმა მიიღო „გრანპრი“ საერთაშორისო კონკურსზე ნიუ-იორკში 1978), ოპერეტები – „ნათელა“ (1950) და „შურისმაძიებელი“ (1952); ორი სიმფონია (II „ქებათა ქება ნიკორწმინდას“ – 1968 თანამედროვე ქართული სიმფონიური მუსიკის თვალსაჩინო ნიმუში), საგუნდო სიმფონია „ქართული ხალხური ჩანამღერები“ (1974), საფორტეპიანო კონცერტი (1983), „აფრიკული ესკიზები“ – საესტრადო ორკესტრისათვის (1962), საესტრადო სიმღერები, კინომუსიკა ფილმებისათვის: „ჭირვეული მეზობლები“, „პალიასტომი“, „შეხვედრა წარსულთან“ „დღე უკანასკნელი დღე პირველი“ (დიდი პოპულარობა მოიპოვა ლირიკულ სიმღერამ „გზა მშვიდობისა“ ამ ფილმიდან), „კაცია ადამიანი?!“ და სხვ. (გ. ტორაძე)



იხილე აგრეთვე

დავით თორაძე

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები