დათვის კენკრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დათვის კენკრა - Arctostaphylos caucasica Lipsch

Fam. Ericaceae – ოჯ. მანანასებრნი Arctostaphylos caucasica Lipsch.დათვის კენკრა.

მარადმწვანე, მრავალწლიანი, დატოტვილი, მიწაზე გართხმული, პატარა ზომის, 35-80 სმ-მდე სიგრძის ბუჩქია. ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, მუქი მწვანე ფერისაა, ტყავისებრი, უკუკვერცხისებრ წაგრძელებული. ყვავილები ვარდისფერია, კენწეროზე მოკლე მტევნებად შეკრებილი. ნაყოფი წითელი ფერისაა, 6-8 მმ დიამეტრის, მრგვალი კურკიანაა. Yყვ. V; ნაყ. VII-IX.

იზრდება სუპალპურ და ალპურ სარტყელში ფიჭვნარებსა და ქვიან ფერდობებზე, კლდეებზე, ბუჩქნარში, ღორღიან ადგილებში. ნაყოფები საჭმელად ვარგისია. სამკურნალო მიზნებისათვის ფოთლები გამოიყენება; აგროვებენ გაზაფხულზე (თოვლის გადნობის შემდგ). შეიცავს 8-25 მგ% არბუტინს, 30-35 მგ% მთრიმლავ ნივთიერებებს, მცირე რაოდენობით ეთერზეთებს.

ხასიათდება შარდმდენი, ანტისეპტიკური მოქმედებით, ძირითადად შარდგამყვან სისტემაზე; ახდენს მადეზინფიცირებელ და დიურეზულ მოქმედებას. მედიცინაში იყენებენ ქრონიკული ცისტიტის, შარდკენჭოვანი დაავადებების, ნიკრისის ქარის დროს.

დიდი რაოდენობით მიღება იწვევს გულისრევას, კუჭის აშლილობას და სხვა გვერდით მოვლენებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები