დაკიდებული კონსტრუქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Dakidebuli konstruqciebi.jpg

დაკიდებული კონსტრუქციებისამშენებლო კონსტრუქციები, რომლის ძირითადი მზიდი ელემენტები (ბაგირი, კაბელი, ჯაჭვი, ბადეები, ფურცლოვანი მემბრანა და ა.შ.) გაჭიმვაზე მუშაობენ. გაჭიმვაზე მუშაობა შესაძლებლობას იძლევა სრულად იქნეს გამოყენებული მაღალი სიმტკიცის მასალების (ფოლადი, კაპრონი, არამიდი, ტეფლონი) მექანიკური თვისებები, ხოლო მცირე წონა – გადაიხუროს დიდმალიანი ნაგებობები. დაკიდებული კონსტრუქციები ადვილი დასამზადებელია, მოსახერხებელი და საიმედოა ექსპლუატაციაში, გამოირჩევა შესანიშნავი არქიტექტურული გამომსახველობი. უარყოფითი მხარეა განმბჯენის არსებობა და დიდი დეფორმაციები ადგილობრივი დატვირთვების ზემოქმედებისას. დაკიდებული კონსტრუქციები შეიძლება იყოს ბრტყელი და სივრცითი. ბრტყელი ძირითადად გამოიყენება დაკიდებულ ხიდებში, საბაგირო გზებზე, მილსადენების ჩამოსაკიდად გადასასვლელებზე და სხვ.; სივრცითი – დიდმალიან სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობებში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები