დამატებითი დაზვერვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამატებითი დაზვერვა - შექმნილი მდგომარეობის შესახებ ხელთ არსებული მნიშვნელოვანი, მაგრამ ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემების შემოწმება. ასევე მოწინააღმდეგის ჩანაფიქრის, მოქმედებების და განლაგების შესახებ სარწმუნო და სრული მონაცემების მოპოვება. ძირითადად ხდება კოორდინატების დაზუსტება მათზე დარტყმების განხორციელების წინ უკვე დაზვერილი ობიექტების რაიონებში. უპირველეს ყოვლისა, გამოიყენება დაზვერვის ტექნიკური ძალები და საშუალებები. მათ შეუძლიათ მოიპოვონ საკმაოდ ზუსტი ახალი მონაცემები და დააზუსტონ არსებული ძველი მონაცემები, ისე, რომ მოწინააღმდეგის ობიექტმა ვერ შეძლოს მდებარეობის შეცვლა მასზე დარტყმის განხორციელებამდე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები