დამოკიდებულების ბოდვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამოკიდებულების ბოდვა - დამოკიდებულების ბოდვითი იდეების არსებობისას პაციენტი ობიექტებს, მოვლენებს ან ადამიანებს, რომელთაც მასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, საკუთარ თავს უკავშირებს. მაგ., პაციენტს შეიძლება სჯეროდეს, რომ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია ან ტელევიზიით გაკეთებული განცხადება უშუალოდ მას ეხება - ან თავად მას ატყობინებს რაიმეს, ან სხვებს აწვდის ინფორმაციას მის შესახებ.

დამოკიდებულების ბოდვისას სხვა ადამიანის ქმედება ან მისი ჟესტიკულაცია პაციენტის მიერ საკუთარი თავის შესახებ შეტყობინებად აღიქმება. მაგ., პაციენტმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ადამიანი, რომელიც თმაზე ხელს იკიდებს, სიგნალს აძლევს მას, რომ იგი ქალად გადაიქცეს. მიუხედავად იმისა, რომ დამოკიდებულების ბოდვის უმეტესობა დევნასთან არის დაკავშირებული, ზოგჯერ განდიდების ან დარწმუნების თემებსაც ჩაირთავს. (ჯმო-ს სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)

დამოკიდებულების ბოდვა დამოკიდებულების იდეების უფრო კარგად დამუშავებულ ვარიანტს წარმოადგენს, როდესაც ეს იდეები თავიანთი ინტენსივობით ისეთ ხარისხსა და მასშტაბს აღწევს, რომ ბოდვაში გადადის. სუბიექტს ჰგონია, რომ მთელი სამეზობლო მასზე ჭორაობს ან, რომ მედიაში გაკეთებული განცხადება მას ეხება. მან შეიძლება რადიოში გაიგონოს ისეთ თემაზე საუბარი, რომელზედაც სწორედ ახლახან ფიქრობდა. მას, ასევე, შეიძლება ეგონოს, რომ უთვალთვალებენ ან მის საუბარს იწერენ. დამოკიდებულების ბოდვისა და დამოკიდებულების იდეების განსხვავება მნიშვნელოვანია, რადგან პირველი ფსიქოზის სიმპტომს წარმოადგენს. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები