ბოდვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოდვა - არის მყარი რწმენა, რომელსაც არაადეკვატური საფუძველი აქვს. მასზე არ ზემოქმედებს რაციონალური არგუმენტები და ფაქტები, რომლებიც საპირისპირო ვითარებაზე მიუთითებს. ასეთი რწმენა ატიპიურია მოცემული პიროვნებისთვის, რომელსაც გარკვეული სახის განათლება აქვს და გარკვეული კულტურისა და რელიგიის წარმომადგენელია.

ბოდვის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება არის ის, რომ იგი, მტკიცედ დაფიქსირებული ნორმალური რწმენის მსგავსად, მნიშვნელოვნად ზემოქმედებს პიროვნების გრძნობებსა და ქცევაზე. ქცევითი რეაქცია ბოდვაზე შეიძლება თავად იყოს შეუსაბამო და ზოგჯერ უცნაურიც კი. ამის გამო, ხშირად სწორედ ეს ქცევითი რეაქციაა ფსიქიატრის ყურადღების უპირველესი საგანი, რადგან ის ბოდვის გამოვლენის საშუალებას იძლევა. მაგ., მამაკაცმა, რომელსაც ჰქონდა ბოდვითი იდეა, რომ მას აკუსტიკური ტალღებით ასხივებენ, თავისი ფანჯარა ვერცხლის ფოლგით დაფარა და შემოსასვლელი კარები ჩახერგა. თუმცა, ზოგჯერ ბოდვითი იდეები მცირე ზეგავლენას ახდეს ემოციებსა და ქცევებზე. მაგ., პაციენტს შეიძლება სჯეროდეს, რომ ის სამეფო ოჯახის წევრია და ამავე დროს კმაყოფილი იყოს საერთო საცხოვრებელში ცხოვრებით. ამგვარ გაორებას ორმაგი ორიენტაცია ეწოდება და ის, ჩვეულებრივ, ქრონიკული შიზოფრენიის დროს იჩენს თავს.

ბოდვის აღწერა

ფიქსირებულობის მიხედვით
  • სრული
  • პარციალური
  • სრული
  • ნაწილობრივი
აღმოცენების მიხედვით
სხვა ბოდვითი გამოცდილებები
თემატიკის მიხედვით
სხვა მახასიათებლების მიხედვით

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები