დამრიგებლური კომედია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„დამრიგებლური კომედია“ – იტალიური დრამატურგიისა და აღორძინების ეპოქის თეატრის ჟანრი. „დამრიგებლური კომედია“ სათავეს იღებს ძველი რომაულ კომედიიდან.

„დამრიგებლური კომედია“, როგორც დამოუკიდებელი ჟანრი, ჩამოყალიბდა XVI საუკუნის დასაწყისში. „დამრიგებლური კომედიის“ განვითარების წინამძღვრები იყო პლავტისა და ტერენციუსის კომედიების შესწავლა და თარგმნა, აგრეთვე მოწაფეებისა და სტუდენტების მიერ მეცნიერ-ჰუმანისტების ხელმძღვანელობით ლათინური კომედიების დადგმა. ორიგინალური „დამრიგებლური კომედიის“ ფუძემდებელია პოეტი და დრამატურგი ლ. არიოსტო; მისმა ნაწარმოებებმა განსაზღვრა „დამრიგებლური კომედიის“ ორი მიმართულება – გასართობი და სატირული. „დამრიგებლური კომედიის“ სიუჟეტებს ხშირად იყენებდნენ „კომედია დელ არტეს“ სცენარებში.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები