დამრჩვალის დღე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამრჩვალის დღე (გურ.) – გურულები წყალში დამხრჩვალთა დღედ ორშაბათს მიიჩნევდნენ და მათ აუცილებლად ამ დღეს ასაფლავებდნენ, სხვა შემთხვევაში კვირის პირველ დღეს გარდაცვლილის დასაფლავება ყოვლად დაუშვებელი იყო. რადგან პარასკევი მაცხოვრის ჯვარცმის დღე იყო და, გურულის რწმენით, ამ დღეს ქრისტიანისათვის რკინის იარაღის გამოყენება და, ამდენად, საფლავის გაჭრა, აგრეთვე ღვინის დალევა არა ჰხამდა. ამიტომ მიცვალებული უზედაშოდ შეუნდობელი არ დაიმარხებოდა. ტირილის დღედ უფრო ხშირად შაბათს – მიცვალებულთა დღეს, სამშაბათ და ხუთშაბათს ირჩევდნენ, უკიდურეს შემთხვევაში – ოთხშაბათს. მიცვალებულის დასაფლავების დღის შერჩევისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმო და უკუნ დღეებს ანიჭებდნენ. იგი უკუნზე, ანუ „საბნელო დღეს“ უნდა დაემარხათ; წარმო-უკუნს კი ასე ანგარიშობდნენ: კვირა დღე არც წარმო იყო და არც უკუნი. ახალ მთვარეზე ხუთშაბათი და შაბათი უკუნი იყო, წარმო კი – ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი; ძველ მთვარეზე პირიქით: ხუთშაბათი და შაბათი წარმო, დანარჩენი – უკუნი. ძველი მთვარე იანგარიშებოდა – ცხრომის შემდეგ 15 მთვარიდან. გურულების რწმენით, რიგი საქმის გაკეთება შეიძლებოდა (და სასურველიც იყო) უკუნზე, ზოგისაც – წარმოზე. საფიცრე ხე, ფაცხის წნელი, აგრეთვე, საწნახლის, ნავისა თუ ხიდისთვის (ბოგირისთვის) განკუთვნილი ხეები ძველი მთვარის უკუნზე უნდა მოეჭრათ. გურული ახალაშენებულ სახლშიც უკუნზე შედიოდა, სამეურნეო ნაგებობასაც (ბეღელს, ხულას, ნალიას, ბოსელს) უკუნზე „შესძრავდა“.




ლიტერატურა

  • ა. რობაქიძე. მეფუტკრეობა გურიაში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, V. თბ., 1951, გვ. 29-30;
  • ა. წულაძე. ეთნოგრაფიული გურია. თბ., 1971, გვ.155.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები