დანდური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დანდური - Portulaca oleracea L.

Fam. Portulacaceae – ოჯ. დანდურისებრნი Portulaca oleracea L. – დანდური

მეგრულად – ვაღურია, უღურალე.

ერთწლოვანი მცენარეა, ღერო ძირიდანვე დატოტვილია, ხორცოვანი, მიწაზე გართხმული, იშვიათად წამოწეული. ფოთლები მჯდომარეა, მკრთალი მწვანე ან მოწითალო, მოგრძო, ძირში სოლივით შევიწროებული, თავში ბლაგვი. სქელი, ბრტყელი. ყვავილები ორსქესიანი, აქტინომორფული, თითო ან რამდენიმე ერთად ფოთლების უბეებშია განლაგებული, გვირგვინი 4-6 ფურცლიანია, ყვითელი. ნაყოფი მომრგვალო ან კვერცხისებრი, თხელკედლიანი, მრავალთესლიანი კოლოფია, მომწიფებისას სამი საგდულით იხსნება. თესლი წვრილია, მოშავო შეფერილობის. ყვ. V-VII. ნაყ. VIII.

გზადმოყოლილი სარეველაა. იზრდება მთის ქვედა სარტყელში ბოსტნებში, რუდერალურ ადგილებში. ფოთლები და ღეროები შეიცავს ალკალოიდებს, ნახშირწყლებს, ცილებს, საპონინებს, ფენოლკარბოლმჟავებს, ორგანულ მჟავებს, ლორწოვან და ფისოვან ნივთიერებებს, კაროტინს, ვიტამინებს (C, E, PP, K); თესლებში ცხიმები აღინიშნება.

ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, შარდმდენი, ნაღველმდენი, გულის რიტმის გასაძლიერებელი, არტერიული წნევის ამწევი, ჭრილობების შემახორცებელი, ანტიტოქსიკური, დამწვრობის საწინააღმდეგო მოქმედებით. მედიცინაში გამოიყენება ათეროსკლეროზის, დაბალი წნევის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებითი პროცესების, ტრიქომონადული კოლპიტების, ბაქტერიული დიზენტერიის, მწერებისა და გველის ნაკბენის, სისხლში ქოლესტერინის მომატების დროს.

ქართულ ხალხურ მედიცინაში მოხარშულსა და სათანადოდ შეზავებულს აძლევდნენ თავის ტკივილისა და სხვადასხვა ნერვული დაავადებების დროს, ნახარშს ასმევდნენ სიცხიან ავადმყოფებს, მიაჩნდათ, რომ გულს, ღვიძლსა და კუჭს, სამივეს არგებს და ავადმყოფს ძალას მისცემს. ნორჩი ღეროები ფოთლებთან ერთად საჭმელად იხმარება (წუწუნავა, 1966).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები