დევთ დედა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დევთ დედა – მაცილ-ეშმაკთა დედა ხევსურულ მითოლოგიაში. ვისაც დევთ-დედა დაამიზეზებს, მას იგი ეშმაკებს მიუსევს და დააავადებს. ეშმაკები დამიზეზებულის ბალღებსა და ბოჩოლებსაც მტრობს, ავად ხდის და ხოცავს. მისი სალოცავი კოშკი ციხურა როშკაშია, სადაც დედაკაცები საწირ-საკლავით მიდიან და ლოცულობენ. მახვეწარი დევთ-დედას ციკანს დაუკლავს, რომელსაც გაგლეჯენ და იქვე გადააგდებენ.


ლიტერატურა

ს. მაკალათია. ხევსურეთი. თბ., 1984, გვ. 231- 232.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები