დენისოვი ედისონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედისონ დენისოვი

დენისოვი ედისონ ვასილის ძე - რუს. Эдисо́н Васи́льевич Дени́сов (6. IV. 1929, ტომსკი, - 24. XI. 1996, პარიზი), რუსი კომპოზიტორი, ვ. შებალინის მოწაფე.

1959-იდან ასწავლიდა (კომპოზიცია) მოსკოვის კონსერვატორიაში. ერთ-ერთმა პირველმა სსრკ-ში დაიწყო ავანგარდული საკომპოზიციო ტექნიკის (თავისუფალი სერიალობა, ალეატორიკა) გამოყენება, რის გამოც არაერთგზის გამხდარა კონსერვატიული საბჭოთა მუსიკის კრიტიკის „დამუშავებათა“ ობიექტი.

ამჟამად აღიარებულია როგორც თვალსაჩინო შემოქმედი. ავტორია 2 ოპერის, ბალეტის, რეკვიემის (1980), 10 ინსტრემენტული კონცერტისა (1972-86) და სხვ. ცნობილია მისი „ინკების მზე“ (1964) და „ტირილები“ (1966. ორივე - ხმისა და ორკესტრისათვის) და სხვ. დენისოვს ეკუთვნის წიგნები „დასარტყმელი საკრავები თანამედროვე ორკესტრში (1982) და „თანამედროვე მუსიკის და საკომპოზიციო ტექნიკის ევოლუციის პრობლემები“ (1986).




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები