დვორჟაკი ანტონინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონინ დვორჟაკი

დვორჟაკი ანტონინ - ჩეხ. Antonín Dvořák (8. IX. 1841, სოფ. ვლტავის ნელაჰოზევესი, პრაღის მახლობლად, – 1. V. 1904, პრაღა), ჩეხი კომპოზიტორი.

1854-57 იყო ა. ლიმანის მოწაფე ზლონიცეში. 1857-58 იგი სწავლობდა ი. ფიორსტერთან პრაღის საორგანო სკოლაში. 1891-იდან დვორჟაკი იყო პრაღის კონსერვატორიის პროფესორი. 1901-იდან დირექტორი. 1892-95 (ხანგამოშვებით) ნიუ-იორკის ეროვნული კონსერვატორიის დირექტორი. დვორჟაკს დიდი წვლილი მიუძღვის ჩეხური ეროვნული ოპერისა და სიმფონიური მუსიკის განვითარების საქმეში, იგი ჩეხური ეროვნული მუსიკის კლასიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია (ბ. სმეტანასთან ერთად).

მის შემოქმედებაში აისახა ჩეხური ბუნებისა და ხალხური ყოფის სურათები, ხალხური ზღაპრების პოეტური მოტივები. დვორჟაკის ნაწარმოებები გამოირჩევა დახვეწილი ფორმით, ეროვნული კოლორიტით, მელოდიურობით, რიტმის და ჰარმონიის მრავალფეროვნებით, დვორჟაკს ეკუთვნის 10 ოპერა (მ. შ. „ჯიუტნი“ – 1874, „ეშმაკი გლეხი“ – 1877, ლირიკული ოპერა-ზღაპარი „ალი“ – 1901, „იაკობინელი“ – 1889 და სხვ.), 9 სიმფონია, რომელთა შორისაა განთქმული სიმფონია „ახალი სამყაროდან“ – (1893), 5 სიმფონიური პოემა, 3 ინსტრუმენტული კონცერტი მ. შ. განთქმული ჩელოს კონცერტი (1895), ინსტრუმენტული და ვოკალური ანსამბლები, საფორტეპიანო პიესები, გუნდები, სიმღერები. დიდი პოპულარობით სარგებლობენ მისი „სლავური ცეკვები“ (2 რვეული 1878-1887). გ. ტორაძე




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები