დიდი ატენის კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდი ატენის კოშკი - არქიტექტურული ძეგლი დგას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ატენის გარეთ, აღმოსავლეთით, მდინარე ტანის მარცხენა ნაპირას, კლდეზე. თარიღდება XVI საუკუნით.

აღწერილობა

კოშკი გეგმით უსწორო ოთხკუთხედია (7,2X4,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. კარის წირთხლებზე გამოყენებულია თლილი ქვა კოშკი დაზიანებულია: ჩაქცეულია სართულშუა ხის გადახურვები. შემორჩენილია სამი სართული. შესასვლელი პირველ სართულზეა. კოშკთან მისასვლელად კლდეში ამოკვეთილია საფეხურები. პირველი სართულის დასავლეთ და სამხრეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, აღმოსავლეთისაში – ერთი. მეორე სართულის სამი კედელი ყრუა. მეოთხეში, აღმოსავლეთისაში, ორი სათოფურია. მესამე სართულის გრძივ კედლებში ორ-ორი სათოფურია, განივში – თითო.

სოფელში დგას მეორე კოშკიც რომელც მდებარეოს სოფლის სამხრეთით 0,5 კმ-ზე, მდინარე ტანის მარცხენა ნაპირზე, კლდეზე. თარიღდება XVI-XVII სს.-ით. კიშკი ოთხკუთხაა (7X4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია, ჩანგრეულია სართულშუა გადახურვები. შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული. კოშკს შესასვლელი ჩრდილოეთით აქვს, მეორე სართულის აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები