დიკე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიკე(ბერძნ.) სიმართლის ღვთაება, მართლმსაჯულების განსახიერება, ზევსისა და თემისის ასული, ჰორათაგან ერთ-ერთი.

დიკე თვალყურს ადევნებს ადამიანთა ცხოვრებას და არამართალი ამბები მიაქვს ზევსთან. ზოგი მითოსი დიკეს ზევსის მრჩევლად წარმოგვიდგენს. ტრაგედიებში იგი მრისხანე შურისმგებელ ღვთაებად გვევლინება, რომელიც ღუპავს უსამართლო ადამიანებს. მისი ერთ-ერთი მეტსახელია ასტრეა (ვარსკვლავისეული), რომელიც იმას მიგვანიშნებს, რომ ჭეშმარიტი მართლგანგება მხოლოდ ზეცად აღესრულება.

დიკეს ანტიკურ ხელოვნებაში მრისხანე გამომეტყველების ქალად წარმოსახავდნენ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები