დიკლო-შენაქოს აკლება (ლექსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„დიკლო-შენაქოს აკლება“ – დიკლო და შენაქო მთათუშეთის უკიდურესი სოფლებია დაღესტნის საზღვარზე. მათი სახელები საშვილიშვილოდ შესულია საგმირო პოეზიაში. სახალხო მელექსე ნაღვლიანად იგონებს მწარე დღეებს: „დიკლოს მოიდა დიდოი“, „დიკლოს ატირდეს დედაი“, „დიკლოს დალევა ვინა სთქო, ან განრისხება ღვთისაო“. იგივე ბედი ეწვია მეზობელ სოფელსაც „ოთხშაბათ თენებისასა შენაქოს დასცეს ცანიო. ხელაიძისა ციხესა ცამდის აუშვეს ალიო“. დიდოელმა ლეკებმა მოულოდნელი თავდასხმით ხელთ იგდეს მთათუშეთის სასაზღვრო სოფლები და ომალომდე ძარცვით მოაღწიეს, მამაცურად, იბრძოდნენ თუშები. ქალი და კაცი ციხე-კოშკებში იდგნენ და მტერს ცოცხალი არ ნებდებოდნენ. ამ დროს დატრიალდა ის მძიმე ტრაგედია, რამაც ვაჟა-ფშაველას საფუძველი მისცა შეექმნა ბაკურის უკვდავი სახე. უტყვიაწამლოდ დარჩენილმა ღვთისია გოჩოშვილმა (თუ იჩოშვილმა) ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი ამჯობინა. გადაწყვეტილება ჯერ ცოლსა და დედას გააცნო, მერე ხმალამოწვდილი ციხის კარისაკენ გაქანდა რომ უთანასწორო ბრძოლაში, გადაშვებულიყო. ამ დროს ცოლმა შეაჩერა და მოკვლა სთხოვა. იგივე. გაიმეორა დედამ დამ, მეზობლის ქალმა. ღვთისია შეძრწუნდა, უარზე დადგა, მაგრამ მერე სამარცხვინო ტყვეობას მაინც მათ თხოვნის აღსრულება ამჯობინა. თუშმა ვაჟკაცმა აკანკალებული ხელით ჯერ ცოლი მოკლა, მერე დედა, და, სულ ბოლოს კი ჩვილი ვაჟი. მოამბეთ ციხეში შემოკედლებული მეზობლის ქალი დატოვა. ამის შემდეგ მტრის ურდოში გადაეშვა რამდენიმე, მეკობრე სიცოცხლეს გამოასალმა და საიქიოსაც სახელიანი გაემგზავრა. ამაზე ამბობს ხალხი:

სულეთში ღვთისოს იჩუა ჩივილით შემოდისაო:
ხანჯლით დავხოცენ ცოლ-დანი, სულეთ არ მამესელებაო.

ვარიანტებად გავრცელებული დიკლო–შენაქოს აკლების მაღალმხატვრული ლექსები დღემდე ცოცხლობს და ისტორიულ სინამდვილეს ასახავს. ამ ტრაგიკულ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 1836 წლის 31 დეკემბერს ახალწლის წინ. წერილობითი დოკუმენტებით დასტურდება ხალხური ლექსის სიტყვები:- „დიკლოს შამოვლენ ლეკები ახალი წლისა დღესაო“.


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები