დუალიზმის თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუალიზმის თეორია - (dualism theory of) - თეორია, რომლის კონტურები პირველად მოხაზა მალთუსმა. იგი ეკონომიკას განიხილავდა როგორც ორი მთავარი სექტორის - მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ერთიანობას. მალთუსის აზრით, ეკონომიკის ორ ნაწილად დაყოფა და მათ შორის ურთიერთქმედების შესწავლა განვითარების პროცესის ადვილად გაგების შესაძლებლობას იძლევა. სასოფლო-სამეურნეო სექტორისათვის დამახასიათებელია არასასაქონლო წარმოება, წარმოების პრიმიტიული და არაეფექტიანი მეთოდების გამოყენება, დაბალი შრომის ანაზღაურება და, შესაბამისად, დაბალი ცხოვრების დონე. სამრეწველო სექტორში, თუმცა, შრომის ანაზღაურება შედარებით მაღალია, ფართოდ არის გავრცელებული სიღარიბე და უმუშევრობა. ეს არის მთავარი პრობლემა განვითარებადი ქვეყნებისათვის, სადაც მსხვილი ქალაქების გვერდით არის ახალი დასახლებული მოსახლეობა, რომელსაც არ შეუძლია იპოვოს სამუშაო ან საცხოვრებელი ან ორივე ერთად, მაგრამ არ სურს დაუბრუნდეს სასოფლო-სამეურნეო რაიონებს.



იხილე აგრეთვე

ლუის-ფეის-რეინისის მოდელი

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები