ეკალა ფხალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკალა ფხალიეკალღიჭის ნორჩი ყლორტების მხალი, ნორჩი ფოთლები, რომელიც ფხალის შესამზადებლად გამოიყენებოდა.

გადარჩეულ და გარეცხილ ეკლის დუყებს ადუღებულწყლიან ჭურჭელში ჩაყრიდნენ. როგორც კი მოიხარშებოდა, წყალს გადაუწურავდნენ, წმინდად დაჭრილ პრასა-მაკიდოს ჩაურთავდნენ და ყველას ერთად წამოადუღებდნენ. შემდეგ გობზე გადმოიღებდნენ და დანით დაჭრიდნენ, ზემოდან ძმარში გახსნილ, მარილში დანაყილ ნიგოზს, პიტნას, ქინძს, კამასა და ნიორს დაასხამდნენ.



ლიტერატურა

ნიჟარაძე, 1971:188; აბაშიძე, კომახიძე, 1998:123.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები