ეკონომიკური აზროვნების წესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიკური აზროვნების წესი - (the economic way of thinking), ინტელექტუალური ინსტრუმენტი, აზროვნების ტექნიკა, რომელიც საერთოა ნებისმიერი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის. ის ინსტიტუტები, რომლებიც მართავენ საზოგადოებას (მასში, პირველ ყოვლისა, ქვეყნის ეკონომიკის მართვა იგულისხმება), მაგრამ ვერ ფლობენ მართვის საიდუმლოებას, ვერ უზრუნველყოფენ საზოგადოებაში თანხმობას, სოლიდარობას, რის გამოც ქვეყანაში დიდია ქაოსისა და სიღარიბის საშიშროება. არადა, თანამედროვე მეცნიერული მიღწევებისა და ტექნოლოგიური პროგრესის გამოყენებით, ეკონომიკურ აზროვნებაში ახალი, აპრობირებული წესების შემოღებით, ძალისხმევის კოორდინაციით, ქვეყნის ეროვნული უპირატესობების წინა პლანზე წამოწევით შესაძლებელია სოციალური ჰარმონიის, საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა, რაც ეროვნული ეკონომიკის აყვავების საწინდარია.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები