ელანოდიკები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელანოდიკი და გამარჯვებული ათლეტი. ძვ.წ. 500 წელი.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი

ელანოდიკები - (ბერძ. Hellanodikai - ბერძენთა მსაჯულები). ანტიკური ოლიმპიური თამაშების მსაჯები. თავდაპირველად ერქვათ აგონოთეტები, ანუ თამაშის ორგანიზატორები.

ელანოდიკებს ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე ირჩევდნენ ელადის მოქალაქეთგან. თავდაპირველად ელანოდიკის საპატიო წოდება მემკვიდრეობით გადადიოდა, მაგრამ შემდეგ არჩევითი გახდა - მსაჯებს ელადის წარჩინებული იჯახების წევრთაგან ირჩევდნენ. ოლიმპიადის წინ ელანოდიკები 10 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ საგანგებო შენობაში - ელანოდიკაიონში - სადაც მათ ასწავლიდნენ ოლიმპიური თამაშების ჩატარების წესებს, მსაჯობას. ელანოდიკები მკაცრად იცავდნენ შეჯიბრების წესებს. წესის დარღვევის შემთხვევაში ათლეტი შეიძლება გარკვეული თანხით დაეჯარიმებინათ, ილიმპიადიდან გაეძევებინათ და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისას, საერთოდ აეკრძალათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.





წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები