ელექტრორკალური ღუმელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელექტრორკალური ღუმელი − სამრეწველო ღუმელი, რომელშიც ლითონებისა და სხვა ნივთიერებების გასადნობად გამოიყენება ელექტრორკალის სითბო (2500°С-მდე). გახურების მეთოდის მიხედვით არსებობს რკალური ღუმლების სახეები: პირდაპირი მოქმედების (ელექტრორკალი ინთება ელექტროდსა და გასაცხელებელ ტანს შორის), ირიბი მოქმედების (ელექტრორკალი ინთება ელექტროდებს შორის ლითონისაგან მოშორებით) და დახურული რკალით (ელექტრორკალი ინთება მყარი კაზმის ქვეშ, რომელშიც ჩაძირულია ელექტროდები). მაღალი ხარისხის ფოლადისა და სხვა შენადნობების მისაღებად წარმატებით გამოიყენება ვაკუუმური ღუმლები დნობადი (ფოლადი, ტიტანი, ნიობიუმი) ან არადნობადი (ვოლფრამი, გრაფიტი) ელექტროდებით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები