ელექტროსხივური შედუღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელექტროსხივური შედუღებაშედუღების სახეობა, სადაც სითბოს წყაროა ელექტრული სხივი, რომელიც მიიღება ელექტრული ზარბაზნის კათოდის თერმოელექტრული ემისიით. შედუღება მიმდინარეობს ვაკუუმ-კამერაში მაღალი ვაკუუმის (10–3 - 10–4 პა) პირობებში. ცნობილია აგრეთვე შედუღების ტექნოლოგია ელექტრული სხივით ატმოსფერულ პირობებში ნორმალური წნევის დროს, როცა ელექტროსხივი ტოვებს ვაკუუმის სივრცეს და იქვე უშუალოდ ეცემა შესადუღებელ დეტალებს. ელექტროსხივური შედუღება უზრუნველყოფს სითბოს კონცენტრაციას ნაკეთობის ზედაპირზე და სიღრმეში. ცხელი ლაქის დიამეტრია 0,0002-დან 5 მმ-მდე, რაც საშუალებას იძლევა ერთი გავლით შევადუღოთ ლითონები სისქით 0,2-20 მმ. ამ მეთოდით შესაძლებელია შევადუღოთ ძნელად დნობადი ლითონები (ვოლფრამი, ტანტალი და სხვ.), კერამიკა და ა.შ., აგრეთვე მივაღწიოთ ქიმიურად აქტიური მეტალებისა და შენადნობების (ნიობიუმი, ცირკონიუმი, ტიტანი, მოლიბდენი) შედუღებით შეერთების უმაღლეს ხარისხს. უარყოფითია ის, რომ ვაკუუმ-კამერაში ნაკეთობის მოთავსების შემდეგ ვაკუუმის შექმნას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები