ელინთა ზღაპრობანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ელინთა ზღაპრობანი“ეფრემ მცირის მიერ თარგმნილი ნაწარმოები რომელიც გრიგოლ ნაზიანზელ-ღვთისმეტყველის შრომებში მოხსენიებული მითოლოგიური პერსონაჟებისა და სიუჟეტების განმარტებებს შეიცავს. კომენტარების ავტორია ნონნე (VI ს).

XI საუკუნუს მეორე ნახევარში თარგმნილი ძეგლი ხელს უწყობდა ჩვენში ანტიკური მითოლოგიის შესწავლასა და პოპულარიზაციას. „ზღაპრობათა“ კვალი შეიმჩნევა შავთელის, ჩახრუხაძის, პეტრიწის, რუსთაველის, „ისტორიანი და აზმანის“ ავტორისა და დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებებში. „ელინთა ზღაპრობანის“ გადმოღება იმის, მაჩვენებელია, რომ საშუალო საუკუნეების საქართველოში მითოლოგიის პრობლემებით დაინტერესებულნი იყვნენ და ცოდნის შესავსებად უცხოურ წყაროებსაც მიმართავდნენ.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები