ემში-ათაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ემში-ათაჲ (ნოღ. Эмши-атай – „ექიმბაშთა მამა“) – ყველა მკურნალთა მფარველი ნოღაურ მითოლოგიაში. გადმოცემათა თანახმად, ემში-ათაჲ ობობას ცხიმისგან მომზადებული წამლით მკვდრებს აცოცხლებდა; მოხუცებისთვის აბრეშუმის ძაფით შეკრულ სპილენძისა და ვერცხლის კბილებს აკეთებდა. ნოღაელებში XX ს-ის დასაწყისში ამავე სახელით იწოდებოდა ზოგიერთი საქვეყნოდ განთქმული მკურნალი.


ლიტერატურა

Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები