ენესკუ ჯორჯე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯორჯე ენესკუ

ენესკუ ჯორჯე - (რუმ. George Enescu 19. VIII. 1881, ლივენია, ჩრდ. მოლდოვა, ამჟამინდელი ჯორჯე ენესკუ, – 4. V. 1955, პარიზი), რუმინელი კომპოზიტორი, მევიოლინე, დირიჟორი, პიანისტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, რუმინეთის აკადემიის აკადემიკოსი (1932), რუმინული ეროვნული მუსიკალური სკოლის ფუძემდებელი.

განათლება მიიღო ვენისა და პარიზის კონსერვატორიაში. 1907-იდან ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას, უმთავრესად, როგორც მევიოლინე, აგრეთვე დირიჟორი და პიანისტი. ენესკუ ერთ-ერთ პირველი რუმინელი კომპოზიტორია, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. მის შემოქმედებაში შერწყმულია ეროვნულ-ხალხური სტილისტიკა და მუსიკის რომანტიზმისა და იმპრესიონიზმის ტრადიციები. ძირითადი ნაწარმოებია: ოპერა „ოიდიპოსი“ (1932), 3 სიმფონია (1905-1919), 3 სიუიტა, 2 „რუმინული რაფსოდია“, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოები. გამოდიოდა მსოფლიოს გამოჩენილ მუსიკოსებთან (ბ. ბარტოკი, ე. იზაი, პ. კასალსი, ა. კორტო) ანსამბლში. მისი მოწაფე იყო ი. მენუჰინი.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები