ეპისკოპოსი ლეონიდე (ჟვანია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპისკოპოსი ლეონიდე

ეპისკოპოსი ლეონიდე (ჟვანია)მიტროპოლიტი ლეონიდე, ერისკაცობაში ლავრენტი ტიმოთეს ძე ჟვანია.

დაიბადა 1885 წლის 1 დეკემბერს ზუგდიდის მაზრის სოფელ ლეჯიქეთში, სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიუღია სენაკის სასულიერო სასწავლებელში. 1903-1907 წლებში სწავლობდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში, 1907-1911 წლებში ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1911-1957 წლებში საერო სამსახურშია, როგორც კვალიფიციური სამართალმცოდნე, იურისტი. 1957 წლის 1 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში აღიკვეცა ბერად. 3 თებერვალს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად. 4 თებერვალს დიდუბის ეკლესიაში ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. 1957 წლის 15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ სინოდის წევრთა თანამწირველობით აკურთხა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად.

1958-1959 წლებში ეპისკოპოსი ლეონიდე (ჟვანია) ასრულებდა საქართველოს კათოლიკოსთან არსებული სინოდის რწმუნებულის მოვალეობას. ეპისკოპოს ლეონიდეს ურთულეს ეპარქიაში უხდებოდა მოღვაწეობა, როგორც უწმიდესი და ნეტარესი ეფრემ II აღნიშნავდა – მეუფე ლეონიდეს გაწონასწორებული პოლიტიკა, საერო და საეკლესიო კანონების ზედმიწევნით ცოდნა იყო მის ეპარქიაში წარმატების საფუძველი. ეპისკოპოსი ლეონიდე დაჯილდოებული იყო: „რომანოვების სამასი წლის დინასტიის მეფობის მედლით“ (1913 წ.). მედლით „1941-1945 წლებში ომში მამაცური შრომისათვის“, ხოლო 1958 წელს უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის მიერ კუნკულ-ბარტყულზე თვლებიანი ჯვრით, 1964 წელს წმიდა ნინოს – ორდენით.

1964 წლის 14 დეკემბერს ეპისკიპოსი ლეონიდე გარდაიცვალა სოხუმში. დაკრძალეს 20 დეკემბერს ქუთაისში, არქიელის გორაზე, წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, საღვთო ლიტურღია და ანდერძი აუგეს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ, მღვდელმთავარებმა და სამღვდელოებამ. მეუფე ლეონიდე დაიკრძალა წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. მის საფლავის ქვას ასეთი წარწერა აქვს: „45 წელი პირნათლად ვემსახურე ამ მიწიერ ქვეყანას მართლმსაჯულების დარგში, ამიერიდან შევუდეგ ქრისტეს, უფალმა მწყოს, გთხოვთ შენდობას.“

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

ლეონიდე (მიტროპოლიტი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები